суббота, 24 октября 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე
  ტრენინგის პირველ დღეს გამიჩნდა დიდი ინტერესი თუ როგორ ხდება პროექტებით სწავლება. აღმოვაჩინე, რომ მე ცოტა არ იყოს  მოძველებული შეხედულება მქონდა აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებით. მინდა,  რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და გამოვიყენო ჩემი პროფესიული ზრდისთვის.
 ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. ვიცი, რომ ბლოგი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვათავსო ჩემი მუშაობის შედეგი და კოლეგებისგან მივიღო გარკვეული რჩევები და შეფასებები.ტრენინგის მე- დღეს ავტვირთეთ ბროშურა. გავიგე, რომ ბროშურა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პროექტს გავურიო ერთგვარი "რეკლამა". ვისაუბრეთ ჩეეკლისტზე.
 ზოგადი, თემატური და ფაქტობრივი კითხვები ძალიან დამეხმარა წარმომედგინა რა მიმართულებით უნდა წავიყვანო პროექტი ზოგადად.
  ტრენინგის მე-6  დღეს ავტვირთე ჩემს მიერ შექმნილი პროექტის პრეზენტაცია, რაც რთული მომეჩვენა.


    ვისაუბრეთ შეფასების სისტემაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის სწორად განხორციელებისთვის. გავიგეთ, რომ შეფასება უნდა განვახორციელოთ თვიონ პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით.

 ვისაუბრეთ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი და როგორ შეიძლება ჩავერთო მოსწავლეების შეფასების პროცესში. დავხვეწეთ შეფასების გეგმები, რაც ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის.

  ვისაუბრეთ სსსმ მოსწავლესთან მუშაობის შესახებ. საინტერესო იყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის განხილვა.
  ამ ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი, რადგან გავეცანი და ვისწავლე როგორ ხდება პროექტებით სწავლება. ვთვლი, რომ მომავალში აქტიურად გამოვიყენებ პროფესიული ზრდისთვის.
  გმადლობ დიანას!
  

воскресенье, 18 октября 2015 г.

  ტრენინგის მე-8 დღე

 ტენინგის ამ დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, ვნახეთ შეფასების სქემები და რუბრიკე ბი,ჩეკლისტები. რაც ძალიან საინტერესო იყო. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები.
  ვისაუბრეთ სსსმ მოსწავლესთან მუშაობის შესახებ. საინტერესო იყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის განხილვა.

суббота, 17 октября 2015 г.

ტრენინგის მე-7 დღე
  ამ დღეს დავათვალიერეთ ერთმანეთის მოსწავლეების ნამუშევრები და მივიღეთ უკუკავშირი.
  ვისაუბრეთ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი და როგორ შეიძლება ჩავერთო მოსწავლეების შეფასების პროცესში. დავხვეწეთ შეფასების გეგმები, რაც ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის.
   ცვლილებები შევიტანეთ  სასწავლო პროექტში. საინტერესო იყო ჩემი მეგობრების აზრის მოსმენა, რაც შემდგომში გავითვალისწინე კიდეც.

ტრენინგის მე- 6 დღე
  ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის პრეზენტაციების განხილვით. ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები ნამუშრვრებზე, გვქონდა დისკუსია და უკუკავშირი.
  დავუკავშირეთ ინტერნეტის მნიშვნელობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასთან. ვიმუშავეთ და განვიხილეთ შეფასების სქემები.
  

суббота, 10 октября 2015 г.

ტრენინგის მე-5 დღე
   ტრენინგის მე-5 დღეს ვისაუბრეთ შეფასების სისტემაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის სწორად განხორციელებისთვის. გავიგეთ, რომ შეფასება უნდა განვახორციელოთ თვიონ პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით.
    საინტერესო იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გაკეთდეს პრეზენტაცია ჩემს მიერ შექმნილ სასწავლო პროექტზე.
    განვიხილეთ საავტორო უფლებების თემა.


суббота, 3 октября 2015 г.

ტრენინგის მე- 4 დღე
   ტრენინგის მე-4 დღეს ვისაუბრეთ ზოგადი, ფაქტობრივ და შინაარსობრივ კითხვებზე. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ პროექტზე მუშაობის დროს გამომადგებოდა  ამგვარი კითხვები.
   ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შეფასების ლექსიკაზე. განვიხილეთ მიზნების რუბრიკა. გავარკვიეთ რომ მიზნები უნდა გამომდინარეობდეს სტანდარტიდან.
    გავაანალიზეთ რა არის კოლაბორაციული სწავლება.
    ტრენინგის მე-3  დღეს  ვისწავლეთ  ბლოგის ფონის შეცვლა. რაც ძალიან ადვილად მომეჩვენა.  ერთმანეთისთვის კომენტარების გაკეთების პროცესი  სახალისო იყო.

    დავათვალიერეთ სხვების მიერ შქმნილი ბლოგები.უამარავი კითხვა დაგვებადა, დიანა კი მოთმინებით გვპასუხობდა. ვნახეთ როგორ კეთდება ბროშურები. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის საჭირო ლექსიკას. ვისაუბრეთ პროექტებისთვის მიზნების განსაზღვრაზე, სტანდარტებზე. განვიხილეთ ჩეკლისტები. ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარება პროექტების განხორციელების პროცესში.